06/02/2025
14:06
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული ინვესტიციებით ანაკლიის პროექტი შეაჩერა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად კორუმპირებულ და სანქცირებული კომპანიას გადასცა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ინტერესებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.
„სრულიად ვეთანხმები კონგრესმენ უილსონს, რომ საქართველო ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და დედამიწის იშვიათი მეტალების ძირითადი სატრანზიტო გზაა და ამ სავაჭრო გზაზე ჩინეთის, ირანისა და რუსეთის რეჟიმების ბატონობა არ უნდა იქნეს დაშვებული, როგორც ეს ივანიშვილის თვითმარქვია რეჟიმის დროს ხდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც შეუცვლელი ღირებულება გააჩნია საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება შუა დერეფნისა და რეგიონული შეკავშირების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი. სამწუხაროდ, ივანიშვილმა შეაჩერა პროექტი ამერიკული ინვესტიციებით და ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად კორუმპირებულ და სანქცირებულ კომპანიას გადასცა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ინტერესებს. პანამას შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. პანამას მსგავსად, აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონშიც“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
0
0
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
06/02/2025
ჩვენ უნდა დავაბრუნოთ რელიგია - დონალდ ტრამპი
06/02/2025