27/01/2025
13:13
პოლიტიკა
არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს - მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მას არანაირი თმენის ვალდებულება არ აკავებს, როდესაც შვილებს და ოჯახს ეხებიან.
„მე ამასთან დაკავშირებით რაც სათქმელი იყო, ვთქვი. არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან. ასე რომ მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ. თუნდაც ციხეში წავიდე ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასტუმროში მომხარი ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო, რის შემდეგაც დაკავებული პირები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
0
0