30/01/2025
00:06
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად“.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ „ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და შესაბამისად, საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა“.
0
0