01/02/2025
17:26
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ბათუმელებთან” ინტერვიუში უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის შესაძლოს სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, “მეორე ზარი არ ყოფილა”.
„შევხვდი [ემანუელ მაკრონს] რამდენიმე დღის წინ ამერიკაში ყოფნის შემდგომ. ხელი ნამდვილად არ ჩაუქნევია საქართველოზე, არც იმ ძალიან მძაფრ საკითხებზე, რასაც პოლიტიკური პატიმრები ჰქვია, ან ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხები. არ გამოვრიცხავ, რომ ხელი ივანიშვილზე ჩაექნია, მაგრამ ეს ჩემი სათქმელი არაა. მეორე ზარი, როგორც ვიცი, აქამდე არ ყოფილა, არ ვიცი, აპირებს თუ არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარი არჩევნების შემდეგ 11 დეკემბერს შედგა.
0
0