05/02/2025
11:06
საზოგადოება
![main-img](https://spnews.io/storage/files/mzia%20amaglobeli.png)
"ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივა მედიში" გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას ჩაუტარდა კვლევები და ამაღლობელი დათანხმდა მკურნალობის გაგრძელებას სტაციონარის პირობებში.
"კლინიკა "ვივა მედში" შემოყვანილი იქნა პაციენტი ამაღლობელი. მას ჩაუტარდა ყველა აუცილებელი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ, პაციენტთან მოხდა გასაუბრება და პაციენტი ამ ეტაპზე აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი არის ნორმის ფარგლებში. გაგრძელდება მონიტორინგის პროცესი, თუ საჭიროა რაიმე დამატებითი კვლევა, შესრულდება ის და გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და მისი ხანგრძლივობა," - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
"ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
0
0