ალექსანდრე ლუკაშენკო ხმების 86,82%-ით ლიდერობს - ბელარუსის ცესკო
27/01/2025
10:50
მსოფლიო
A-
+A
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს, - ბელარუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
კარპენკოს ინფორმაციით, რეგიონული და მინსკის საქალაქო კომისიების წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86,82%-მა მისცა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოლეგ გაიდუკევიჩმა ხმების 2,02%-ი მიიღო, ანა კანოპაცკაიამ - 1,86%-ი, სერგეი სირანკოვმა - 1,74%-ი, ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 3,60%-მა მისცა.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 85,70 %-ი შეადგინა. ამასთან, 21-25 იანვარს გამართულ ვადამდელ კენჭისყრაში აქტივობამ 41,81 %-ი შეადგინა.
0
0
69
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%