14/12/2023
11:55
მსოფლიო
მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი აისბერგის A23a-ს რეალური ფართობი დაადგინეს. ყინულის მასის საერთო საშუალო სისქე 280 მ-ია. როგორც ცნობილია, მისი ფართობი დაახლოებით 1,100 კუბურ კმ-ს შეადგენს, ხოლო მასა - ტრილიონ ტონამდეა.
აისბერგი, რომელიც ანტარქტიდის სანაპიროდან 1986 წელს დაიძრა, „თეთრ კონტინენტს“ ნელ-ნელა სცილდება.
მკვლევარების თქმით, A23a-მ უკვე კრიტიკულ წერტილს მიაღწია. მომდევნო რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ, ოკეანის სამხრეთით მისი მომავალი ტრაექტორია განისაზღვრება.
ახალი მონაცემების მიხედვით, აისბერგის ფართობი ორჯერ აღემატება დიდი ლონდონის [Greater London] ფართობს, რომელიც 1572 კვ, კმ-ს შეადგენს. წყლის ზედაპირის ზემოთ A23a-ს ზომებს ევროპული კოსმოსური სააგენტოს CryoSat-2 მისია ადგენს. ყინულის სიმკვრივის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია იმის დადგენა, აისბერგის რა მოცულობა უნდა ჩაიძიროს წყალში.
"ალტიმეტრიული თანამგზავრები (როგორიცაა CryoSat-2), რომლებიც აისბერგის ზედაპირამდე და ზღვის ზედაპირამდე მანძილს ზომავს, საშუალებას გვაძლევს, რომ კოსმოსიდან აისბერგის სისქეს დავაკვირდეთ. ასევე, მათი საშუალებით, შეგვიძლია, დავაკვირდეთ აისბერგის გათხელების პროცესს, როდესაც მასზე ოკეანის თბილი წყლების დინება ზემოქმედებს. ზღვის ფსკერის ტოპოგრაფიის ცოდნასთან ერთად, ჩვენ ვიცით, სად დაიშლება აისბერგი ან როდის დათხელდება ისე, რომ მოძრაობა შეძლოს", - განუცხადა BBC-ს ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის მკვლევარმა ენ ბრააკმან-ფოლგმანმა.
A23a ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს 1989 წელს მოსწყდა. შემდეგ აისბერგი უედელის ზღვაში, მეჩეჩში გაიჭედა, მოძრაობა შეაჩერა და "ყინულის კუნძულად" იქცა. CryoSat-ის მონაცემების მიხედვით, აისბერგი ყინულის ერთგვაროვანი ბლოკი არ არის - ზოგიერთი ნაწილი უფრო სქელია, ვიდრე სხვები. აისბერგის ერთი მონაკვეთის წყალქვეშა ნაწილი 2018 წელს თითქმის 350 მ იყო. სწორედ ეს მონაკვეთი ამყარებდა A23a-ს წლების განმავლობაში. ზღვის ფსკერთან შეჯახების შედეგად, აისბერგის კილის ზემოთ ზედაპირული ნაპრალები გაჩნდა. მომდევნო წლებში A23a-მ თანდათან დაკარგა მასა და მოძრაობა დაიწყო.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აისბერგის სისქე სტაბილურად, წელიწადში 2.5 მ-ით მცირდება, რაც მოსალოდნელიც იყო უედელის ზღვის წყლის ტემპერატურის გათვალისწინებით“, - თქვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარმა ენდი რიდოტმა.
A23a-მა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის მწვერვალს უკვე მიაღწია, სადაც სწრაფად მოძრავი წყლის სხვადასხვა ნაკადი ერთმანეთს ერწყმის და კონტინენტზე საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს. მეცნიერები აისბერგის მოძრაობის ტრაექტორიას აკვირდებიან. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ ის ჯორჯიის შტატის სამხრეთით - ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის მიმართულებით დაიძრას.
„აისბერგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე. ისინი იწვევს ზღვის წყლის ძალიან ღრმა დინებების შერევას, აფუჭებს ოკეანის წყლებს, ამოაქვს საკვები ნივთიერებები ზედაპირზე და, რა თქმა უნდა, ოკენაეებში დიდი რაოდენობით ჭუჭყიც ჩააქვს,” - განუცხადა BBC-ს ბრიტანელმა ექსპერტმა მაიკ მერედიტმა.
0
0