საქართველო: ევროპასთან დაახლოება თუ უბრალოდ, ავტორიტარიზმთან დაშორება? – “New Eastern Europe“

0
39

პოლონეთის ინგლისურენოვან ჟურნალ „ნიუ ისთერნ იუროუფ“-მა («New Eastern Europe») 29 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველო: ევროპასთან დაახლოება თუ უბრალოდ, ავტორიტარიზმთან დაშორება?“, რომელშიც საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო შესწორებაზე, გამოხატული ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილებაში (ავტორი – კრასენ სტანჩევი, სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი).

„საქართველოს პარლამენტმა მოიწონა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემას ეხება და რომელიც გასულ წელს მომხდარ საპროტესტო გამოსვლებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნულია სტატიაში.

„მე არ დავიწყებ ქართული პარტიული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს გასულ წელს სურდათ საარჩევნო სისტემის ცვლილების იმ დაპირების რეალიზება, რომელიც მათ მმართველმა პარტიამ აღუთქვა. ეს ცვლილება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდან იქნება აცილებული ავტორიტარული ტენდენციების ზრდა, რომელბიც ესოდენ აშკარად შეიმჩნევა შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში. აქ არის რუსეთი, რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც კი, მაგალითად, ჩემი ქვეყანა ბულგარეთიც. მიმაჩნია, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილება მთლიანობაში წარმოადგენს ავტორიტარიზმის თავიდან აცილების გარანტიას. რამდენად ეფექტური იქნება ეკონომიკურად ეს ცვლილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებით ერთი რამ აშკარად ნათელია – სულ უფრო რთული გახდება უკანდახევა იმ ეკონომიკური ისნტიტუტებისა და პოლიტიკური მონაპოვრებისაგან, რომელბიც ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ შეიქმნა.

საქართველოს საზოგადოების სწრაფვა რეფორმებისაკენ აშკარად კონტრასტულია მეზობელ რუსეთში შექმნილ რეალობასთან – საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმთან, რომელიც 25 ივნისიდან 1 ივლისამდე მიმდინარეობს. „საერთორუსული ხმის მიცემის“ მთავარი არსი ისაა, რომ დღეს რუსეთში დემოკრატიის დემონტაჟი „დემოკრატიული პლებისციტის“ მეშვეობით ხორციელდება“, – ხაზს უსვამს ავტორი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://neweasterneurope.eu/2020/06/29/georgia-moves-closer-to-europe-or-just-away-from-authoritarianism/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here