ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

0
133

ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები დააზარალა.

სტიქიამ ძირითადად აფენის თემს მიაყენა ზიანი. სოფლებში ბაისუბანში, ჭაბუკიანში, კაბალსა და აფენის ნაწილში მთლიანად განადგურებულია ნარგავები.

სოფლებში განადგურებულია ვენახების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და სასათბურე მეურნეობები.