ზაფხულში ვირუსს გავრცელების ნაკლები შანსი აქვს – პაატა იმნაძე

0
92

“სერიოზული საშიშროების წინაშეა ქვეყანა. ჩვენ, თუ ახლა ეპიდსიტუაცია გაგვექცა და მატება იქნა, ისეთივე, როგორიც შემოდგომაზე გვქონდა – ძალიან არასახარბიელო სიტუაცია გვექნება”,- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ spacesnews-ის გადაცემა “მთავარ სივრცეში” ისაუბრა.

მისი თქმით, covid 19 – ი რესპირატორული ვირუსია და სეზონურობა მაინც ახასიათებს, თუმცა, სითბოს ფაქტორი გადამწყვეტი არ არის.

“სერიოზული საშიშროების წინაშეა ქვეყანა. ჩვენ თუ ახლა ეპიდსიტუაცია გაგვექცა და მატება იქნა ისეთივე, როგორიც შემოდგომაზე გვქონდა, ძალიან არასახარბიელო სიტუაცია გვექნება. დღეისათვის 4000 პაციენტია ჰოსპიტალიზირებული და ეს ძალიან მაღალი ციფრია. თუ კიდევ გავიჭირვებთ მაქსიმალურად მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს და გამოვიყენებთ პირბადეს, სიტუაცია დასტაბილურება.  მეორე,  სითბოს ფაქტორი – ეს არ არის გადამწყვეტი, მოგეხსენებათ ინდოეთში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და რა  ხდება იქ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ტემპერატურა, ზამთართან შედარებით მაღალია და  რა თქმა უნდა გავრცელების ნაკლები შანსი აქვს ვირუსს, რადგან მაინც ადამიანები ღია სივრცეში არიან. ახლახანს გამოქვეყნდა კვლევა, რომ პირდაპირი მზის სხივები ვირუსზე უფრო დამღუპველად მოქმედებს ვიდრე აქამდე ეგონათ. მაინც რესპირატორული ვირუსია და სეზონურობა მაინც ახასიათებს. აქედან გამომდინარე ყველაფერი ერთად: ჩვენ როგორ მოვიქცევით, მზე უფრო იმძლავრებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამენაირად ისე გავიაროთ მაისი და ზაფხულს შევხვდეთ ნორმალური მდგომარეობით”,-განაცხადა იმნაძემ.