ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე – მათ ფაქტიურად ზურგი შეაქციეს ევროპას და კარგი იქნება თუ ევროპა ამას მკაფიოდ დაინახავს და გააცნობიერებს

0
75
მათ ფაქტიურად ზურგი შეაქციეს ევროპას და კარგი იქნება თუ ევროპა ამას მკაფიოდ დაინახავს და გააცნობიერებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს და ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იმ დოკუმენტს ავრცელებს, რომელიც მედიაციის დროს დანიელსონმა შესთავაზა მხარეებს.
„საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა, მათ შორის ქართულ ენაზეც, მედიაციის დროს მხარეებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი, “სამომავლო გზა საქართველოსათვის.”
თუ მხარეები ამ დოკუმენტს დაეთანხმებოდნენ, ეს დაასრულებდა ქვეყანაში “ფანჩატურის ოპოზიციის” მიერ ხელოვნურად გამოწვეულ დესტაბილიზაციას და ჯანჯღარს და ქვეყანას უკეთესი და სტაბილური მომავლისკენ გაუხსნიდა გზას.
ამ მართლაც ევროპულად გამართულ დოკუმენტში არის ნიშანდობლივი პარაგრაფი, სადაც გარკვევით წერია, რომ პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა” და, რომ ” პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე.”
ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა “ნაცების” თამადობით, შუბი ხალთაში ვეღარ დამალა, და მოუწიათ იმის აღიარება, რომ არანაირი გონივრული კომპრომისის საფასურად არ აპირებდნენ დოკუმენტის ხელის მოწერას. ამ აქტით, მათ ფაქტიურად ზურგი შეაქციეს ევროპას და კარგი იქნება თუ ევროპა ამას მკაფიოდ დაინახავს და გააცნობიერებს.
ვადამდელი არჩევნების თემით სპეკულაციამ საკუთარი თავი ამოწურა, ისევე როგორც რურუა-მელიას პოლიტპატიმრობანას თამაშმა.
ქვეყანაში პოლიტიკური კლასის ნაგვისგან საბოლოოდ გაწმენდის და მისი გაჯანსაღების დრო დგება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.