ყველაფერი, რაც Sinopharm-ისა და Sinovac-ის ჩინური ვაქცინების შესახებ უნდა იცოდეთ

0
88

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის, Sinopharm-ის ვაქ­ცი­ნა უკვე საქართველოშია, ხოლო კიდევ ერთი, ასევე ჩინური წარმოების SINOVAC-ის ვაქცინას ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანა აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. SINOVAC-ი ასეცე წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში.

მანამდე, გავიგოთ რა არის ცნო­ბი­ლი ამ ორი ვაქცინის შესახებ:

რა უნდა ვიცოდეთ SINOPHARM-ის ვაქ­ცი­ნაზე

“სი­ნო­ფარმ­მა“ 2020 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის სამ­მა ფა­ზამ მისი 79%-ით ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ არის ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ ვაქ­ცი­ნამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, სა­დაც იან­ვარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ის 86%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო.

კომ­პა­ნი­ის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნულ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე “რო­ი­ტერსთან“ თქვა, რომ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა ჯერ კვლავ კვლე­ვის ეტაპ­ზეა, ის ჩი­ნეთ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ვაქ­ცი­ნის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ასე­თია – ინექ­ცი­ის შემ­დეგ ჩნდე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი მზად­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ებ­რძო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის სახით ადამიანის ორგანიზმში “მოკლული” კორონავირუსის ნაწილაკები შეჰყავთ. ეს მასალა ლაბორატორიაშია გამოყვანილი და ის ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს. მნიშვნელოვანია და აუცილებელი გვახსოვდეს, რომ ამ პრეპარატს ადამიანის COVID-19-ით ინფიცირება არ შეუძლია. როგორც წესი, აცრის კურსი ორი დოზისგან შედგება. პრეპარატი კუნთქვეშ 21 დღის ინტერვალით შეჰყავთ. ამავდროულად, ვაქცინა ინახება ჩვეულებრივ მაცივარში 4 – 8 ° C ტემპერატურაზე.

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს ამ ვაქცინას?

როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინასაც შეიძლება გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. უკუჩვენებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
–    ინექციის ადგილზე ტკივილი და შეშუპება;
–    მსუბუქი ცხელება;
–    ალერგიული რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციის სიხშირის მაჩვენებელმა 1 მილიონ ადამიანზე დაახლოებით 2 შემთხვევა შეადგინა. თუმცა 2020 წლის დეკემბერში Sinopharm-ის ვაქცინის გამოსაცდელი პროცესი, „სერიოზული გვერდითი ეფექტების“ გამოვლენის გამო შეჩერდა.

ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი, ზუს­ტი და ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე მას შემ­დეგ, რაც ჯან­მო აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებს.

რომელი ქვეყნები იყენებენ Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას 

SINOPHARM-ის ვაქცინა, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში.

უნგრეთი იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინის მიღების შესახებ თანხმობა განაცხადა. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

 

რა უნდა ვიცოდეთ SINOVAC-ის ვაქ­ცი­ნაზე

Sinovac-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოსაცდელი პერიოდის მესამე ეტაპი ივლისში დაიწყო და არაერთ ქვეყანაში ჩატარდა. მათ შორის არის: ბრაზილია, ინდონეზია, ბანგლადეში და თურქეთი. პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწარმოებელს ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ბრაზილიიდან მიღებული მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 78%-ს შეადგენს. ინდონეზიის ჯანდაცვის ორგანოები კი აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 65%-ია.

Sinovac-ი არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა.

როგორც წესი, აცრის კურსი ორი დოზისგან შედგება. პრეპარატი კუნთქვეშ 21 დღის ინტერვალით შეჰყავთ.

ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში.

რომელ ქვეყნებში გამოიყენება Sinovac-ის ვაქცინა

„სინოვაკის“ ვაქცინა გამოიყენება ჩინეთში, ასევე ძალიან ფართოდ გამოიყენება თურქეთში, სადაც უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული, ასევე აზერბაიჯანში, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული.

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს ამ ვაქცინას?

როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Sinovac-ის მიერ წარმოებულ ვაქცინასაც შეიძლება გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. უკუჩვენებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
–    ინექციის ადგილზე ტკივილი და შეშუპება;
–    მსუბუქი ცხელება;
–    ალერგიული რეაქცია.

ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი, ზუს­ტი და ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე მას შემ­დეგ, რაც ჯან­მო აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებს.

ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს შემოვიდა. ჩინური წარმოების SINOVAC-ის ვაქცინას ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.