„ხვალ არ დაგავიწყდეთ მანდ მაგიდების დაჯავშნა – “ამ სკამზე იჯდა დიდი ჟურნალისტი, პოზნერი“ – გოგი გვახარია

0
47
კინომცოდნე გოგი გვახარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აი მანიაკი თუ არა ხარ, რატომ უნდა მოგინდეს რუსეთის მოქალაქეს დაბადების დღის აღნიშვნა დღევანდელ საქართველოში, თავისი კომენდანტის საათით და დაკეტილი (წესით) რესტორნებით.
მანიაკალური თუ არაა შენი “სიყვარული” ამ ქვეყნის მიმართ… მაგრამ მით უფრო გაუგებარია რა ჯიშისაა ის ხალხი , ვინც მას მასპინძლობს (ქართველი სვეტსკების საყვარელი “სტამბა” და “ვინოტელი”.. ხვალ არ დაგავიწყდეთ მანდ მაგიდების დაჯავშნა – “ამ სკამზე იჯდა დიდი ჟურნალისტი, პოზნერი”)) და ჩემთვის აუხსნელ სიამოვნებას განიცდის მანიაკის მასპინძლობაში.
ესაა გაუგებარი და იდუმალებით მოცული (“უმომ როსიუ ნე პონიატ”), თორემ ვისაც უნდა ჩამოვიდეს კაცო. რაზე იშლით ნერვებს.
ქუჩაში ფეხით სიარული გეუხერხულება უკვე. იმდენი მოხუცი დგას და ფულს გთხოვს, მშიერი და უპატრონო. რა დროს პოზნერია მართლა“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.