ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა – დაღუპულია ერთი ადამიანი

0
133

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურეხში, შარაშიძის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებისას საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 6 ადამიანი.

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„მისამართზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სახლში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მუშები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.