ხარება – რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა უდიდეს საუფლო დღესასწაულზე

0
102

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ტაძ­რებ­ში ამ დღეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია სრულ­დე­ბა.

რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ხა­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია.

ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ სა­ხი­ერ­მა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბი­სათ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა და ეშ­მა­კის მო­ნო­ბი­სა­გან მისი გა­მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა. ეს დღე არის და­სა­ბა­მი “ჩვე­ნი ცხო­ნე­ბი­სა და გა­მო­ჩი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნო­ით­გან და­მა­ლუ­ლი­სა სა­ი­დუმ­ლო­ი­სა”.

უფალ­მა იესო ქრის­ტეს შო­ბამ­დე დიდი ხნით ადრე აღუთ­ქვა კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ მხსნელს, მე­სი­ას მო­უვ­ლენ­და, რო­მელ­საც შობ­და ქალ­წუ­ლი და უწო­დებ­და სა­ხე­ლად ემა­ნუ­ელს, რო­მე­ლიც ითარ­გმა­ნე­ბა რო­გორც “ჩვენ­თარ არს ღმერ­თი”. ჭეშ­მა­რი­ტად, ღვთის გან­კა­ცე­ბით ჩვენ­თან არს ღმერ­თი.

და აი, მი­ავ­ლი­ნა უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­ლი­ლე­ის ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში ქალ­წულ მა­რი­ამ­თან, რო­მე­ლიც და­წინ­დუ­ლი იყო იო­სებ­ზე, და­ვი­თის მოდ­გმის შთა­მო­მა­ვალ­ზე.

წა­რუდ­გა ან­გე­ლო­ზი ქალ­წულს და უთხრა: “გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის”. მა­რი­ა­მი შე­აძ­რწუ­ნა მის­მა სი­ტყვებ­მა და გა­ი­ფიქ­რა: “ვი­თარ-მე არს მო­კი­თხვაჲ ესე?” – რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს მო­კი­თხვაო? ან­გე­ლოზ­მა უთხრა: “ნუ გე­ში­ნინ, მა­რი­ამ, რა­მე­თუ ჰპო­ვე მად­ლი წი­ნა­შე ღმრთი­სა. და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ”.

მა­რი­ა­მის ძეს ღმერ­თი და­ვი­თი საყ­დარს ანუ ის­რა­ე­ლის სა­მე­ფო ტახ­ტი­სა და ია­კო­ბის სახლზე – ის­რა­ე­ლის თორ­მეტ ტომ­ზე – სა­უ­კუ­ნო (მა­რა­დი­ულ) სუ­ფე­ვას აღუთ­ქვამს. მა­რა­დი­უ­ლი მხო­ლოდ ღმერ­თია, ხოლო “ია­კო­ბის სახ­ლი” უფ­ლის მხილ­ვე­ლი, მორ­წმუ­ნე ერია, რო­მე­ლიც სუ­ლით უფალ­თა­ნაა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლია ქალ­წუ­ლი­სა­გან უმა­მა­კა­ცოდ შობა. ღვთის­მშო­ბე­ლი, რად­გან ქალ­წუ­ლე­ბის აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი, იკი­თხავს: “ვი­თარ­მე იყოს ესე ჩემ­და, რა­მე­თუ მე მა­მა­კა­ცი არა ვიცი?” ან­გე­ლო­ზი მი­უ­გებს: “სული წმი­დაჲ მო­ვი­დეს შენ ზედა და ძალი მაღ­ლი­სა გფარ­ვი­დეს შენ”, – და ნი­შან­საც აძ­ლევს: მისი ნა­თე­სა­ვი, მო­ხუ­ცი ელი­სა­ბე­დი, უკვე მე­ექ­ვსე თვეა, რაც მიდ­გო­მი­ლია.

მა­რი­ამ­მა, როცა ყო­ვე­ლი­ვე გა­მოწვლილ­ვით გა­ი­გო, და­მორ­ჩილ­და, მი­ენ­დო უფალს და ღვთის ნე­ბას თა­ვი­სი ნება შე­უ­ერ­თა: “აჰა მხე­ვა­ლი უფ­ლი­საჲ, მე­ყავნ მე სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა”. და მეყ­სე­უ­ლად შე­ვი­და სუ­ლიწ­მი­და ქალ­წუ­ლის შე­უ­გი­ნე­ბელ ტა­ძარ­ში.

რითი და­იმ­სა­ხუ­რა ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა ესო­დე­ნი მად­ლი ღვთი­სა, რომ ადა­მის მთე­ლი მოდ­გმი­დან სწო­რედ ის აირ­ჩი­ეს ღვთის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსა­ხუ­რად? იმით, რომ იგი ყო­ვე­ლი სათ­ნო­ე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ეს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და იყო ჭეშ­მა­რი­ტი ტა­ძა­რი ღვთი­სა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ მის სიმ­დაბ­ლე­სა და სიმ­შვი­დეს – სწო­რედ ამ სათ­ნო­ე­ბა­თა გამო გა­მო­ირ­ჩია იგი უფალ­მა.

ქალ­წულ ღვთის­მშო­ბელ­ზე ასე­თი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს: რო­დე­საც იგი ესა­ია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგნს კი­თხუ­ლობ­და, იქ, სა­დაც წე­რია: “აჰა ესე­რა ქალ­წუ­ლი მი­უდ­გეს და შვეს ძე და უწო­დონ სა­ხე­ლი მისი ემ­მა­ნუ­ილ”, – თურ­მე შე­ყოვ­ნდა, გა­ი­ფიქ­რა, რა ნე­ტა­რი იქ­ნე­ბა ის ქალ­წუ­ლი, რო­მელ­ზეც ეს ით­ქვაო და ღმერ­თს შე­ე­ვედ­რა, მისი ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო, რათა მხე­ვა­ლი­ვით მომ­სა­ხუ­რე­ბო­და მას.

სწო­რედ ამ სიმ­დაბ­ლის გამო იყო, რომ მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა ესო­დენ სულ­გრძე­ლად და­უთ­მო ქალ­წულ მა­რი­ამს, რო­მელ­მაც ზე­ცი­ურ მა­ხა­რე­ბელს ნათ­ქვა­მის დამ­ტკი­ცე­ბა და ახ­სნა მოს­თხო­ვა. არ­ცთუ დიდი ხნის წინ გაბ­რი­ე­ლი მღვდელ ზა­ქა­რი­ას გა­მო­ე­ცხა­და და შვი­ლის შე­ძე­ნა ახა­რა, მაგ­რამ მღვდელ­მა არ და­უ­ჯე­რა, რად­გან ისიც და მისი ცო­ლიც ღრმად მო­ხუ­ცე­ბულ­ნი იყ­ვნენ. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გა­ნუ­რის­ხდა მას და და­ა­დუ­მა, ვიდ­რე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახ­დე­ბო­და. ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წულს კი არამ­ცთუ არ უსაყ­ვე­დუ­რა, არა­მედ დიდი კრძალ­ვი­თა და მოთ­მი­ნე­ბით და­ა­ჯე­რა იგი და არ გა­ნე­შო­რა, სა­ნამ მორ­ჩი­ლე­ბი­თა და სა­სო­ე­ბით აღ­სავ­სე სი­ტყვე­ბი არ გა­ი­გო­ნა მის­გან. მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ ზა­ქა­რი­ამ თა­ვი­სი ეჭ­ვით ღრმად და­ფა­რუ­ლი ურ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მო­ხა­ტა, ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამ­მა კი – მორ­ჩი­ლე­ბა და სიმ­დაბ­ლე.

ღმერ­თს არ სურ­და, იძუ­ლე­ბი­თა და ში­შით აღგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნოს რო­მე­ლი­მე საქ­მე ან, პი­რი­ქით, დაგ­ვი­შა­ლოს რა­ი­მეს კე­თე­ბა. იგი გულ­მო­წყა­ლეა, სა­მარ­თლი­ა­ნი, წმინ­და და სურს, ჩვენც ასე­თი­ვე­ნი ვი­ყონ, მაგ­რამ კი არ გვა­ი­ძუ­ლებს სი­კე­თეს, არა­მედ შე­გო­ნე­ბით, და­რი­გე­ბით, სწავ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით მივ­ყა­ვართ მის­კენ. მას სურს, რომ ჩვე­ნი ნე­ბით აღ­ვას­რუ­ლებ­დეთ ყო­ველ კე­თილ საქ­მეს.

რა ია­რა­ღი­თაც იღ­ვა­წა ეშ­მაკ­მა ჩვე­ნი და­ცე­მი­სათ­ვის, იმა­ვე ია­რა­ღით გვიხ­სნა ქრის­ტემ; თუ ევას საქ­ცი­ელ­მა ადა­მის მოდ­გმას ცრემ­ლი მრა­ვალ­გზის და­ა­დი­ნა, ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა. ღვთის­მშობ­ლის ერთ-ერთი ეპი­თე­ტია “გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი”, ნიშ­ნად იმი­სა, რომ სიბ­ნე­ლე­ში მყოფ კა­ცობ­რი­ო­ბას მის მიერ გა­მო­უბრწყინ­და მზე სი­მარ­თლი­სა და მორ­წმუ­ნე­თა გო­ნე­ბა გა­ნა­ნათ­ლა.

ჟურნალი ,, კარიბჭე”