ხალხს აქვს უფლება იყოს გაბრაზებული თქვენზე, თქვენ კი ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება – გია ხუხაშვილი ოპოზიციას

0
49

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რაც ხდება დღეს ნამახვანის გარშემო განსაკუთრებით მკვეთრად აჩვენებს მთლიანად პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს.
ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს, იმუშაოს, გაიგოს ხალხის გულისტკივილი, მოისმინოს მათი არგუმენტები, თავისი უთხრას, ოპოზიცია “გაუბრაზდა” ხალხს, რომელმაც აქციაზე არ მიუშვა, სრული იგნორირებით უპასუხა და სეირს უყურებს…
დანიელსონი და არა ხალხი მიაჩნიათ ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად, მაშინ როდესაც დანიელსონს მიაჩნია, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კაპიკია ამ ოპოზიციის ფასი.
ხალხს აქვს უფლება და საფუძველი იყოს გაბრაზებული თქვენზე. თქვენ ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება.
ემოციურადაც ასე და პრაგმატულადაც.
თუ არც ემოციის გჯერათ და არც პოლიტიკური პრაგმატიკის, ნიშნების იქნებ გჯერათ?
ნიშანი კი ასეთია – იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ…“