წყალტუბოში, ძმების მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

0
246

ამ წუთეᲑში Ხანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იმ სახლს უკიდია, რომელშიც ძმების მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა. ხანძრის ფაქტს ადასტურებს „spacnews“-სთან მერის წარმომადგენელი. როგორც გიორგი ელბაქიძემ განუცხადა, ხაᲜძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, სოფელ რიონში ახალგაზრდა ძმები საკუთარმა ბიძაშვილმა რამდენიმე Დღის წინ მოკლა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.