ვნების კვირეულის დიდი შაბათი – გლოვისა და სიხარულის დღე

0
123

დღეს ვნების შაბათი, დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღვის.

ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.

წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა. ქრისტეს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა.

დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიარო და სადღესასწაულო ხასიათისაა, რადგან დიდი შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.