„ვისთან უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა სომხეთმა“ – საქართველოსთან მიმართებით დადებითად გამოკითხულთა 0,7%-მა უპასუხა – სომხური მედია

0
169

როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტო „არმინფო“ («ԱրմԻնֆո») იუწყება, ერევანში დღეს კონსალტინგურმა კომპანიამ Marketing Professional Group-მა (MPG) გამოაქვეყნა ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანს წარმოადგენდა როგორც ქვეყნის პოპულარული პოლიტიკოსის, ასევე სომხეთის მხარდამჭერი ქვეყნის გამოვლენა. კითხვები ეხებოდა აგრეთვე ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ფეიკური ინფორმაციებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გაგებას.

კვლევის შედეგების პრეზენტაციისას, MPG-ის დირექტორმა არამ ნავასარდიანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოღვაწეების შეფასებისას გამოყენებული იქნა 5-ქულიანი სისტემა. ყველაზე მაღალი შეფასება (3,7 ქულით) ქვეყნის ომბუდსმენმა არმან ტატოიანმა დაიმსახურა. მას ერთი ქულით ჩამორჩა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (2,7 ქულა), პრემიერს კვალში მიჰყვება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი (2,4 ქულით). სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა თანაბარი ქულები მიიღეს (2,1), ხოლო სომხეთის მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 1,6 ქულა დაიმსახურა.

კითხვაზე, „ვისთან უნდა განამტკიცოს სომხეთმა თანამშრომლობა“, რესპოდენტთა 62,9%-მა აღნიშნა, რომ რუსეთთან. დანარჩენი ქვეყნებისადმი სიმპათიები ასე განაწილდა: აშშ-სთან – 16,4%, საფრანგეთთან – 6,4%, ევროკავშირთან – 5,2%, ჩინეთთან – 2,6%, ირანთან – 2,4% „ევრაზეს“-ის ქვეყნებთან – 1,5%. ნატოსთან – 0,7%, საქართველოსთან – 0,7%.

წყარო: https://arminfo.info/full_news.php?id=61606&lang=2