ვისაც სტიქიის შედეგად პრობლემები შეექმნათ, მაქსიმალური თანადგომა ექნებათ – კახა კალაძე

0
47

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო დაზარალებულ მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ მერია მათ მაქსიმალურად დაეხმარება.

ამის შესახებ კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა გაჭირვების დროს და პრობლემების პირისპირ არასდროს დაგვიტოვებია და არც ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას. გექნებათ მაქსიმალური თანადგომა და ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ სირთულემ, რაც გუშინდელმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, თქვენს მხრებზე არ გადაიაროს. სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ, ხელი შეგიწყოთ, ასევე თქვენ უნდა დაგვიდგეთ გვერდით, ამას ვგრძობთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ამის გამო თბილისელებს მხადაჭისთვის მადლობა უნდა გითხრათ, ამას ვაფასებთ. მინდა მივმართო ოჯახებს, ვისაც გუშინ პრობლემები შეექმნათ, მაქსიმალური თანადგომა გექნებათ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა გუშინ პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, ტერიტორიაზე შეზღუდული იყო ავტომობილების გადაადგილება.

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.