უცხოელებმა რუსეთში დასაქმებისთვის პატენტი უნდა მიიღონ

0
154

რუსეთის დედაქალაქში მუშაობის დაწყებისთვის ჩასული უცხოელები ელექტრონული პატენტების მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების პროექტში.

დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–პორტალზე. პროექტში ნათქვამია, რომ აუცილებელია მოსკოვის ტერიტორიაზე პატენტის ამოქმედება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის ბარათის ფორმით.

რუსეთის შსს–მ უფრო ადრე განაცხადა, რომ გეგმავს მიგრანტების რეგისტრაციას სპეციალურ ელექტრონულ რეესტრებში. ეს სიახლე მთავარი პირობა გახდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობისთვის. პროექტის რეალიზებაზე ერთდროულად რამდენიმე უწყება მუშაობს.