თვითმკვლელობის მცდელობა ზუგდიდში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

0
181

ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი ანძაზე იყო ასული და თავის მოკვლით იმუქრებოდა, მიზეზი, ცოლობაზე უარის თქმა იყო.

მამაკაცი ანძიდან მაშველებმა უვნებელი ჩამოყვანეს. აღნიშნულის გამო, ნახევარი საათი, ზუგდიდის ნაწილი ელექტროენერგის გარეშე იყო დარჩენილი.

რაც შეეხება კომენდტანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მოხდება თუ არა მამაკაცის დაჯარიმება,ჯერჯრერობით უცნობია.