თვალები სიხარულის და სიმწრის ცრემლებით ამევსო – რა ისტორიას იხსენებს ბესო ზანგური

0
854

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ისტორიას იხსენებს:

2011 წ. ისრაელში ვიყავი სტუმრად სამი დღით. საკმაოდ გავლენიან ოჯახში.

დღე პირველი.

მე და ჩემი მასპინძელი სადარბაზოდან გავდიოდით, ძირს ქაღალდი ეგდო დაიხარა მასპინძელი და ისე თითქოს ამას ყოველდღე აკეთებს და ეს თითქოს მისი საქმეა, აიღო ქაღალდი და ურნაში ჩააგდო . მასპინძელი ისრალეის ჯარის გენერალია.

გამახსენდა ჩვენთან ნაგვის ურნებში თავით ჩამძვრალი ბავშები, მოხუცები, ადამიანები

დღე მეორე.

ძვირადღირებულ რესტორანში შევედით, სადილი შეუკვეთეთ ნაირ-ნაირი. ნასადილევის ასალაგებლად რომ მოვიდნენ თითქმის ხელუხლებელი საჭმელი ჩვენს თვალწინ გადაუძახეს ურნაში. ყველაზე მეტად პური დამენანა და ვკითხე ჩემს მასპინძელს რატო გადაყარეს, გაჭირვებულებს დაურიგონთქო. მასპინძელმა გაიღიმა და მიპასუხა ” ჩვენ პურს ხელით შევეხეთ ჩვენი ნაჭამი ხელებით შევეხეთ და ის არ შეიძლება თუნდაც გაჭირვებულმა ჭამოსო, მათთვის ეს შეურაცხმყოფელიაო. მათზე სახელმწიფო ზრუნდავსო და მერწმუნე ჩვენზე უკეთესად სადილობენო”, გავვოგნდი. გამახსენდა ჩვენთან ნაგვის ურნებში თავით ჩამძვრალი ბავშები, მოხუცები, ადამიანები. შემდეგ გარეთ გამოვედი და თვალებით დავიწყე ქუჩებში ასეთი ხალხის ძებნა რომლებიც მოწყალებას ითხოვს ხელგაშვერილი. ვერც ერთი ვერ ვნახე . ვერც ბავშვები და ვერც მოხუცებულები. თვალები ცრემლებით ამევსო . სიხარულის და სიმწრის ცრემლებით. გამეხარდა რომ სადღაც ადამიანის ღირსება შეულახავია სადღაც კი…. !!! ისრაელი სუფთა და კეთილშობილი ქვეყანაა. ზედმეტად სუფთა და ზედმეტად კეთილშობილი.

დღე მესამე.

უკან გამოვფრინდი ეს ჩემი პირველი ფრენა იყო ღრუბლებში… ღმერთზე ვფიქრობდი . არ მიკვირს ქრისტე იქ რომ დაიბადა…“