თურქეთსა და სირიას შორის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

0
275

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, სირიასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას თურქული Anadolu თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი მესაზღვრეების გმირობის წყალობით, ჰათაის პროვინციაში აღმოჩენილია გვირაბი, რომელიც სირიიდან თურქეთის მიმართულებითაა გაყვანილი“, – აღნიშნულია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, იპოვეს გენერატორი, 300-მეტრიანი კაბელი, ნიჩაბი და ბატარეა.

ჰათაის პროვინციას სირია სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება.