თუ პატრიარქი დამიდასტურებს რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ მოვინანიო – პეტრე ცაავა

0
241

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფება. მას პატრიარქთან შეხვედრა სურს.

„მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად. უძღებმა შვილმა მამას მოსთხოვა მისი ქონების წილის აღება, მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა და რა თქმა უნდა, თავი ვერ გაართვა უძღებმა შვილმა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ შემდეგ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით.

თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი მამასთან, ე.წ მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, გყავთ პირადი პატიმარი, არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს რომ მე ვარ უძღები შვილი მე მზად ვარ მოვინანიო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ რომ ის არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს,” – პეტრე ცაავამ.