ცოცხი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლო – სოზარ სუბარი

0
54

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის წინააღმდეგ აქციები მათ მიერ არ არის წახალისებული.

სუბარის თქმით, ზოგადად, ქმედება იწვევს უკუქმედებას და ადეკვატურად მოქმედების შემთხვევაში, პასუხიც ასეთივე იქნება.

ამასთან, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ცოცხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო გახდა.

„ჩემთვის მიუღებელია ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ და ციხეში კლავდნენ. თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. მარტო ფიზიკასა და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს აქციები არ არის ჩვენგან წახალისებული. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს… არ მითქვამს, მისაღები და მიუღებელი, მე ამას არ ვახალისებ. ქმედება იწვევს უკუქმედებას, თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ასეთივე იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.