თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები! – დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძეს

0
219

„ოპოზიციის მიერ  ქვეყნის ღალატის და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ქრონიკები“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალისა დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით.

დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალის დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით ღალატის კლასიკურ მაგალითს უწოდებს:

„ამჟამად ოპოზიციაში მყოფი, ერთ დროს კი მმართველი გუნდის წევრები საკუთარი თავის ლუსტრაციას განაგრძობენ და უკვე მერამდენედ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, იბრძვიან ისე როგორც შეუძლიათ, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ კი საქმით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის და ღალატის სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს შევეხები…. დავიწყოთ წარსულიდან.

⭕ შექმნეს ორი ადმინისტრაციული ერთეული, ზემო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ომის შემდეგ წარმატებით გადაუფორმეს რუსეთს, (შექმნეს სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს ტერიტორიები დაეკარგა

⭕ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

⭕ დაიწყეს სამართლებრივი დავა რუსეთთან, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტრასბურგში სასამართლო დავა წაეგოთ (არ მოახდინეს მტკიცებულებების წარდგენა, სტრასბურგში გამარჯვება მმართველი გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა და შეაგროვა)

⭕ დავით გარეჯის ნაწილი გადასცეს აზერბაიჯანს (რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს)

დღეს კი ოპოზიციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სიამაყით ამბობს „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“. აღნიშნული გახლავთ ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითი, პუტინის და კრემლის პოლიტიკის გატარება და მათი პოზიციის მხარდაჭერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთოს სახელმწიფო ინტერესებთან. ბატონო სერგი, თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები!

დასასრულს კი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს შეგახსენებთ „ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი“. ეს ჩვენი მწარე რეალობაა, საქართველო დღესაც სავსეა მოღალატეებით,“ – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, როგორც 6 აპრილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.