თეძამის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

0
101

თეძამის ხეობაში ორი დღის წინ დაკარგული 3 ახალგაზრდა ადგილობრივებმა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ავტომანქანა სოფელ ლევიტანის მიმდებარედ ჭაობში იყო ჩაფლული და ისინი ამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის სოფელ კოთელიაში სამ ახალგაზრდას ეძებდნენ, რომელთაგან ორი ადგილობრივია.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი თბილისიდან ახალქალაქში მოკლე გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ