თეატრები და საბავშვო-გასართობი ცენტრები დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ

0
64

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.

ფუნქციონირებას განაახლებენ თეატრები, ასევე საბავშვო გასართობი ცენტრები, რომელთა მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია და დადგენილია სპეციალური პროტოკოლები, თუ როგორ უნდა წარიმართოს უსაფრთხოდ იქ არსებული ნებისმიერი აქტივობა.

რეკომენდაციები კი იგივე რჩება: მაყურებლებმა უნდა დაიცვან დისტანცია, გაიკეთონ პირბადე და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები.