ტაივანში მატარებლის ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა

0
41

ტაივანში, მატარებლის ავარიის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, 70 კი – დაშავდა. 80-100 მგზავრი ევაკუირებულია.
შემთხვევა ჰუალიანის მახლობლად, დაცინშუის გვირაბში მოხდა. როგორც ოფიციალური წყარო იუწყება, ექსპრეს მატარებელი გვირაბის გარეთ გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ორიც სერიოზულად დაზიანდა. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
ტაივანის მთიანი აღმოსავლეთის სანაპირო პოპულარული ტურისტული ადგილია; ტაიბეი-ჰუალიანის დამაკავშირებელი ხაზი, რომელიც 1979 წელს გაიხსნა, ცნობილია თავისი გვირაბებითა და მარშრუტით ჰუალიანის მიმართულებით, სადაც კატასტროფა მოხდა.