სტალინმა ინდოეთში რეგიონალურ არჩევნებში გაიმარჯვა

0
258

ინდოეთში, პოლიტიკოსმა მუთუველ კარუნანიდი სტალინმა ტამილ ნადუს შტატის რეგიონალური არჩევნები მოიგო. ის ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარე გახდა.

2019 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა თქვა, რომ იგი საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე დაიბადა და მამამისმა გადაწყვიტა შვილისთვის სტალინის სახელი დაერქმია.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს დიქტატორის სახელი მიენიჭა, თავად პოლიტიკოსი დემოკრატიული პარტიის წევრია.

The Economic Times- ის ცნობით, სტალინი ფიცს 7 მაისს დადებს.

აღსანიშნავია, 2020 წელს, ნამიბიაში, ოშანის ადმინისტრაციულ ოლქში, ადოლფ ჰიტლერ უუნონამ ხმების 85% მოიპოვა.