სპეცოპერაცია საოკუპაციო ხაზთან – პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა

0
179

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ნაფატის მონაკვეთზე, მამა-შვილი დაჭრეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გასროლა კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დაჭრილის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთიხლების გარეშე ესროლა და შემდეგ ორივეს ფიზიკურად გაუსწორდა.

” გამოძიება მიმდინარეობს, ვნახოთ რაც იქნება. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი დადგეს ფეხზე. ოთხი იყვნენ. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის, კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი. ცემას, ტყვიის სროლას, შეურაცხყოფას, ორივეს, მამას და შვილსაც ტყვია აქვს მოხვედრილი. პირდაპირ, დააწვინეს და ზურგში ესროლეს, სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება. მიახტა ბავშვს, დააგდო მიწაზე და დამიზნებით ესროლა. მთელი სოფელი იცნობს ჩემს შვილს. ორი ყუთი სიგარეტი ჰქონდათ, ვამბობ ამას. არ გვაქვს საშუალება. ვართ მრავალშვილიანი, არავინ გვეხმარება. თავის გადასარჩენად, ჩემმა შვილმა წამოიღო ორი ყუთი. არაკანონიერი იყო პოლიციის მოქმედება. გაფრთხილების გარეშე ომოქმედეს,” – განაცხადა ხათუნა ოკუჯავამ.