შვედეთის ტყეში ბრინჯაოს ხანის საგანძური აღმოაჩინეს

0
314

კარტოგრაფმა ტომას კარლსონმა, რომელიც შვედეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ალინგსოსის მახლობლად, სპორტული ორიენტირების შეჯიბრისთვის ტყეს ათვალიერებდა, შემთხვევით, ბრინჯაოს ხანის განძი (დაახლოებით 2500 წლის) იპოვნა. განძი 50 ნივთს – ყელსაბამებს, სამაჯურებსა და ტანსაცმლის ქინძისთავებს – შეიცავს.

”თავდაპირველად, მეგონა, რომ ეს ნათურა იყო, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე, რომ ეს ძველი სამკაულია,“ – თქვა კარლსონმა.

„სამკაულები კარგად არის შენახული. ნივთებს შორის არის მათრახიც, რომელიც, თავდაპირველად, მეზობელ დანიაში გამოიყენებოდა და არა შვედეთში”, – თქვა გოტენბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ლექტორმა, პროფესორმა, იოჰან ლინგმა.

როგორც Vastra Gotaland-ის საინფორმაციო ვებ-გვერდი – VGRfokus – იუწყება, გოტენბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგების გუნდი იშვიათი აღმოჩენის ახალ დეტალებს იკვლევს.

შვედი არქეოლოგების თქმით, ასეთი განძის პოვნა ტყეში ძალიან იშვიათია. ჩვეულებრივ, ძველი ტომები ასეთ ძღვენს მდინარეებში ან ჭაობებში ტოვებდნენ. აღმოჩენილი განძი კი, ტყეში ქვებთან იყო დაფლული.  სავარაუდოდ, ეს ნივთები ღმერთებს შესწრეს.

 

https://www.bbc.com/news/world-europe-56943432