შრი-ლანკაში, სილამაზის კონკურსის მიმდინარეობისას „მის მსოფლიო“ დააკავეს

0
255

შრი-ლან­კა­ში, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მსვლელობისას, პოლიციამ 2020 წლის გამარჯვებული ქეროლაინ ჯური დააკავა. მას „მის მსოფლიო 2021“-მა, პუშპიკა დე სილვამ უჩივლა.

როდესაც  შრი-ლანკელმა მოდელმა პუშპიკა დე სილვამ “მის შრი-ლანკის” ტიტული მოიპოვა, ქეროლაინ ჯური სცენაზე ავიდა, მოდელს გვირგვინი წაართვა და თავზე დაზიანებებიც მიაყენა.

ჯურიმ განაცხადა, რომ დე სილვას არ შეეძლო “მის შრი-ლანკის” ტიტულის მიღება, რადგან ის განქორწინებული იყო. ჯურიმ გვირგვინი  მეორეადგილოსან გოგონას გადასცა და ატირებულ პუშპიკა დე სილვას სცენიდან ჩასვლა აიძულა.

ინციდენტის შემდეგ პუშპიკა დე სილვა თავის ტრავმების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მან განაცხადა, რომ “დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი” მოპყრობის გამო იურიდიულ ზომებს მიიღებს.

მოგვიანებით, ცერემონიალის ორგანიზატორებმა გაარკვიეს, რომ პუშპიკა დე სილვა განქორწინებული არ ყოფილა და გვირგვინი დაუბრუნეს, ქეროლაინ ჯურის კი საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

https://www.bbc.com/news/world-asia-56675193