”შეყვარებული ტურისტის” მკვლელობის საქმე…” – რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე”

0
289

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­თუ­მის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბულ­ვარ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი “შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის” ქან­და­კე­ბე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბი და­შა­ლეს და “მი­ლე­ბად აქ­ცი­ეს”.

“შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტის” მკვლე­ლო­ბის საქ­მე…

“შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტის“ ქან­და­კე­ბე­ბის სე­რია მხატ­ვარ­მა გელა წუ­ლა­ძემ 2009 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად ბა­თუ­მის­თვის მო­ი­ფიქ­რა. პირ­ვე­ლი “შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი“ ზურგჩან­თა გუ­ლით, ბა­თუ­მის შე­სას­ვლელ­თან, გვი­რა­ბის თავ­ზე ბა­თუ­მის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა.

სა­ოც­რე­ბა­თა მო­ედ­ნი­დან ტუ­რის­ტის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია იწყე­ბა და ყვე­ლა ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში მე­გობ­რო­ბას, ენერ­გი­ას, ოპ­ტი­მიზმს, სი­ხა­რულს და სიყ­ვა­რულს უზი­ა­რებს ყვე­ლას, ვისი მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალ­შიც მოხ­ვდე­ბა.

ახა­ლი ბულ­ვა­რის და­სა­წყი­სამ­დე ტუ­რის­ტი სიყ­ვა­რუ­ლის მშვე­ნი­ერ ის­ტო­რი­ებს აგ­რო­ვებს და აქ უკვე ზუს­ტად იცის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი სას­წა­უ­ლია, და თვით ყი­რა­მა­ლა დგო­მაც კი ლა­მა­ზი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ – ეს ის­ტო­რია „აჭა­რის სას­წა­უ­ლის“ იდენ­ტუ­რი და მო­მავ­ლის მე­სი­ჯია, რომ სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი ყი­რა­მა­ლა” ამ მი­ლე­ბად გა­და­აქ­ცი­ეს მისი მმარ­თვე­ლო­ბის იდენ­ტუ­რი მე­სი­ჯია, რომ სიყ­ვა­რუ­ლის ად­გი­ლი აქ არ არის. “შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი ყი­რა­მა­ლა” აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა მზი­სა და ზღვის ქა­ლაქ­ში, იმი­ტომ რომ მისი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად იქ არის” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

“ყი­რა­ლა­მას” აღე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ა­კე­თეს.

“ვეხ­მა­უ­რე­ბით მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ახალ ბულ­ვარ­ში მდე­ბა­რე ქან­და­კე­ბის “ყი­რა­მა­ლას” და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც თქვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში 2009 წელს გან­თავ­სდა, რომ­ლის ავ­ტო­რიც გახ­ლავთ მო­ქან­და­კე გელა წუ­ლა­ძე. ვი­ნა­ი­დან, წლე­ბის მან­ძილ­ზე ქან­და­კე­ბა სრუ­ლად ამორ­ტი­ზირ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად მისი რეს­ტავ­რი­რე­ბა აღ­დგე­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, რის შე­დე­გა­დაც კონ­სტრუქ­ცია ად­გი­ლი­დან მო­იხ­სნა და და­სა­წყობ­და. ავ­ტორ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მომ­დევ­ნო წლი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბის ზუს­ტი ანა­ლო­გი დამ­ზად­დე­ბა, რომ­ლის ხარჯთაღ­რი­ცხვაც სსიპ “ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის” 2022 წლის ბი­უ­ჯეტ­ში იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი”,-აცხა­დე­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.