შესაძლებლობა რომ მომეცეს, პროტესტის ნიშნად ციხიდან გამოვიქცეოდი – ნიკა მელია

0
224

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ფართოდ მეღიმება, როცა ვიღაც ამბობს გირაო გადაიხადოსო. ჯერ ერთი გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს. გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, ანულირებულია, პატიმრობა მაქვს შეფარდებული და ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია.

გირაოს გირაოს გადახდას კიარა, ხარკს ითხოვენ თავისუფლებისთვის და ამაზე ვხალისობ. გამოსასყიდის გადახდა კი არა უკანონო პატიმრობაში ვარ და შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი ნამდვილად პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ უკანონო პატიმრობაა, ისევე როგორც გირაო. ამაზე ვფიქრობ და არა გამოსასყიდის გადახდაზე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ სატელეფონო ინტერვიუში.

მისი თქმით, ვიღაც ვინც მისთვის შეფარდებული გირაოს თანხას გადაიხდის მისი კეთილისმოსურნე ვერ იქნება.