შემზარავი დანაშაული თბილისში – 7 წლის ბავშვზე სამი პირი სექსუალურად ძალადობდა

0
735

თბილისში,ერთ-ერთ სკვერში, მცირეწლოვანზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2”, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული 7 წლის ბიჭია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მცირეწლოვანზე მისმა უბნელებმა იძალადეს, მოძალადეებს შორის 2 არასრულწოვანი და ერთი ზრდასრულია. შემთხვევის შესახებ ბავშვმა დედას თავად უთხრა, სამართალდამცველებმაც ამბავი მშობლისგან გაიგეს.

ვინ არიან მოძალადეები, ან არიან თუ არა დაკავებულები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანს საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს, თუმცა იმას, რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ადასტურებენ.

ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველიც, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„რუსთავი 2“