შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია – მამუკა მდინარაძე

0
59

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ავლაბარში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელ ეხმაურება.

მისი თქმით, შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია.

„დღეს შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია! მადლობა შალვას და შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას!“, – წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ბანკზე თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელმა მძევლებიც აიყვანა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.