სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაინიშნა

0
57

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს მისთვის უცნობია. ის არ ფლობს ინფორმაციას, დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.