საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

0
80

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 282 789 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 273 930 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 13 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 798 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24646, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14659, PCR ტესტით – 9987

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,15%, ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო 7 დღის – 1,73%