საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

0
67

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 286 406 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 276 084 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 849 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34201, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20281, PCR ტესტით – 13920

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,23%, ბოლო 14 დღის – 2,03%, ბოლო 7 დღის – 2,5%