საპატრიარქო „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის შესახებ განცხადებას ავრცელებს

0
127

საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტისა და დავით გარეჯის საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნამახვანჰესთან“ ერთად დავით გარეჯის საკითხის ხსენება და ამ ორი თემის ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია.

„ნამახვანჰესთან“ მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავით გარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.