სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ – თურქეთის ელჩი

0
87

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რის გამოც თურქეთმა საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმყოფები სიმბოლურ ცერემონიალზე, რათა აღვნიშნოთ თურქეთის მიერ საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობისა და ორი მიკროავტობუსის გადაცემა. ვფიქრობ, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ. ველოდებით თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას“, – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.