სამედიცინო პერსონალისა და 65 წლის ზემოთ პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან განახლდება

0
49
FILE PHOTO: A woman holds a small bottle labeled with a "Coronavirus COVID-19 Vaccine" sticker and a medical syringe in front of displayed Pfizer logo in this illustration taken, October 30, 2020. REUTERS/Dado Ruvic/File Photo

დღეს, 18:00 საათიდან „ფაიზერით“ (PFIZER) ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან ექვს სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

– თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და „ამტელ ჰოსპიტალ“ კლინიკა;

– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვაქცინაცია კვლავ შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია მითითებულია ბმულზე: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.