საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას კოვიდ-19 არ დაუდასტურდა და ჩატარებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მას პრემიერთან კონტაქტი ჰქონდა.
„ტესტი უარყოფითია ! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“, – წერს პრეზიდენტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.