საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა…- ნანა კაკაბაძე

0
518

“გამარჯვება რუსეთზე (აბა რა ეგონათ?!) მამაცი ქართველი პატრიოტები რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობენ! საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა…”,– ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“თანაც, ამისთვის მამაცი ქართველი პატრიოტებისთვის საკმარისი აღმოჩნდა გულზე მჯიღის ცემა, ქართულ-რუსული ბულწსიტყვაობა, სასტვენები, საქართველოს ჰიმნის სიმღერა და კვერცხების სროლა. ისე მოვიპოვეთ სრული გამარჯვება მტერზე, რომ მამაცი პატრიოტების ყველაზე მრისხანე იარაღის – შარვლების ჩახდისა და უკანალების ჩვენების გამოყენე¬ბაც კი აღარ გახდა საჭირო.
დღეს ჩვენი მამაცი პატრიოტები გმირებად თვლიან თავს, პარტიული მედიები არანაკ¬ლებ ყიჟინას ცემენ და განადიდებენ გმირებს, მართლებიც არიან… ვერავინ იტყვის, რომ პატრიოტებმა უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვეს, რადგან მებრძოლთა რაოდე¬ნობა ორივე მხარეს დაახლოებით ერთნაირი იყო – 50Х50-ზე.
სამაგიეროდ, პარტიული მედიების მტკიცებით, ჩვენი 50 პატრიოტი მთელ ქართულ საზოგადოებას წარმოად¬გენდა, ისევე როგორც მხოლოდ კარვებში თუ ოპოზიციის მიტინგებზე შეკრებილი რამდენიმე ათეული, ასეული თუ ათასეული კაცი გამოხატავს ქართული საზოგა¬დოების ნებას. დიახ, მხოლოდ ამ ხალხს და მათ შეფებს (და არავის სხვას!) შეუძლიათ იღაღადონ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ისაუბრონ მთელი საზოგადოების სახელით, ანათემას გადასცენ მათგან განსხვავებულად მოაზროვნეები და გამოხატონ ქართველი ხალხის გულისთქმა.
მერე რა, რომ ჩვენი გმირები და მათი შეფები პირველივე თოფის გავარდნაზე სო-როებში მიძვრებიან ხოლმე?! მერე რა, რომ მათი მამაცი ბელადი თვითმფრინავის გადა¬ფრე¬ნაზე სამარცხვინოდ მიატოვებს უცხო ქვეყნის მინისტრს და მიწაზე ფორ-თხავს?! მერე რა, რომ ეს მამაცი პატრიოტები ჯერ ცხინვალის რეგიონის 100-ზე მეტ სოფელს დაკარგავენ და იქ დაღუპული ქართველი მეომრების გვამებს მიატოვებენ, მერე უბრ¬ძო¬ლ¬¬ველად ჩააბარებენ მტერს კოდორის ხეობას, ამის შემდეგ რუსთაველზე ტაშ-ფანდურს გამარ¬თავენ და ბოლოს დაკარგულ ტერიტორიებს ქვა-ღორღად მოიხსენიე¬ბენ?!
როცა სჭირდებათ, მთელი მსოფლიოს წინაშე იმასაც აღიარებენ, რომ 2008 რუსეთ¬თან ომი საქართველომ დაიწყო და იმასაც, რომ გარეჯი საქართველო არ არის და ა. შ. და ა. შ. ეს ასეა იმიტომ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველა-ფერი მეათეხარისხოვანია, მთავა¬რია ქვეყნიდან გავაძევოთ გავრილოვი და პოზნერი, ვიპოზიოროთ ტელეკამერების წინ, ერთმანეთს შევეჯიბროთ ლანძღვა-გინებაში და ველურობაში და იმის იქით გინდა საოკუპაციო ხაზები გადმოუწევია რუსეთს, გინდა რუსეთში მცხოვრები ქართველები შეუვიწროვებია ან გამოუძევებია და გინდა ერთი ტურისტიც კი აღარ შემოსულა ქვეყანაში და სულ ჩამოქცეულა ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკა რა ბედენაა, სულაც დაქცეულა მთელი ქვეყანა და ქვა-ქვაზეც აღარ დარჩენილა, თუ ჩვენი მამაცი პატრიოტები ხელისუფლებაში არ იქნებიან. ხელისუფლებაში ყოფნა კი სალაფავთან ახლოს ყოფნაა და ლამაზი ლოზუნგე¬ბით შეფუთული, სალაფავზე დაგეშილი და სისხლმოწყურებული მამაცი პატრიოტები, სადისტური წარსულით და კიდევ უფრო სადისტური მომავლის პერსპექტივებით თვალებანთებულები აგზნებულად მიიკვ¬ლევენ გზას ხელისუფლებისკენ.
ჩვენ კი ამ ყოველივეს შორიდან ვუყურებთ, პურის ნაკლებობას სანახაობის სიჭარბით ვინაზღაურებთ და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება სისხლიანი 9 წელი, ოღონდ უფრო სასტიკი და უფრო სისხლიანი. ტყუილად გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი უმცირესობაში არიან, რადგან ბოლშევიკებიც და ფაშისტებიც ხელისუფლებაში მოსვ¬ლამ¬დე დიდ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ზღვარგადასული აგრესიულო¬ბით, თავხედობით და ფანატიზმამდე მისული რევოლუციური აღტყინებით თანდა¬თან მოახერხეს ხალხის ტვინების გამორიცხვა და ყველა ოპონენტის მტრებად გამო¬ცხადება (აქედან გამომდინარე ტრაგიკული შედეგებით).
ახლაც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის – ყველა ბნელი საქმე ნათელი იდეებით და ლამაზი ლოზუნ¬გებით სულდგმულობს.
ჩვენ არ ვიცით როგორ შევაჩეროთ ეს შავი ჭირი, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ თუ ის არ შევაჩერეთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბნელი მომავალი ელის წინ. არადა, ჩვენს გარდა, ამის შემჩერებელი სხვა არავინაა, ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიანი იქნება”,-წერს კაკაბაძე.