საქართველოში რუსეთის ემისრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ასეთი დემარშით გაეჩერებინათ ქვეყნის ეკონომიკა – ლალი მოროშკინა

0
194

”როგორც ჩანს, რუსეთში არსებობს რაღაც რეაქციული ფლანგი, რომელსაც ეს ძალიან არ უნდა და საკუთარ ემისრებს ავალებს, რომ ჩაშალონ პროცესი” – ასე შეაფასა ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა, ლალი მოროშკინამ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ლალი მოროშკინამ ამის შესახებ ვრცლად „spacenews”-თან ისაუბრა.

„ჩემთვის სრულიად ცხადია რომ გათამაშდა სცენარი „გავრილოვი ორი“, სხვათაშორის, მოქმედი პირებიც არ შეცვლილან ამ შემთხვევაში და ამ სცენარის შინაარსი ჩემთვის სრულიად ცნობილია, იმიტომ რომ მე ვარ ჩახედული ტურისტულ ბიზნესში და ჩემთვის ცნობილი იყო რომ ეს იყო პირველი ჩარტერული რეისი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა დანარჩენი… ანუ იწყებოდა ტურისტების შემოდინება პირველად მას შემდეგ, რაც პირველი გავრილოვის მერე ჩავარდა ტურისტული სეზონი… როგორც ჩანს, რუსეთში არსებობს რაღაც რეაქციული ფლანგი, რომელსაც ეს ძალიან არ უნდა და საკუთარ ემისრებს ავალებს, რომ ჩაშალონ პროცესი, იმიტომ რომ გუშინდელ ბორტს მოჰყვნენ ჩვენთვის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი ქართველები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ: თეონა კონტრიძე, ცისკარიძე და ა.შ

ეს უნდა ყოფილიყო მეგობრული ჟესტი, უნდა ყოფილიყო პრესაში ინფორმაცია რომ იწყება აღდგენა ჩავარდნილი ფრენების და ამ არტისტების და ჟურნალისტების ბორტი იქნებოდა მანიშნებელი, რომ იწყება სავაჭრო და ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება საქართველოსა და რუსეთს შორის და ეს ნამდვილად სჭირდებოდა კოვიდით დაზარალებულ ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ გათამაშდა ძალიან ცუდი სცენარი და დღეს, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ რუსულ საიტებზე, შეხვიდეთ რუსეთის ავიასეილების გვერდზე, სადაც წერია, რომ აუცილებლად გააჩერეთ ყველანაირი გაყიდვები რეისებზე, რომელიც უკვე დაწყებული იყო… ანუ ჩარტერულ რეისებზეც იყო დაწყებული გაყიდვები და რეგულარული რეისებიც იხსნებოდა. მოკლედ, ის რაც გაფუჭდა გავრილოვი ერთით, აიღეს და ბოლომდე გააფუჭეს გავრილოვი ორით, აქ რა სახელები და გვარები იქნება აბსოლიტურად უმნიშვნელოა.

ფაქტია, რომ საქართველოში, რუსეთის ემისრებმა ყველაფერი გააკეთეს რომ ასეთი დემარშით გაეჩერებინათ ქვეყნის ეკონომიკა, ვის აწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაჩერება – ცხადია, რომ სააკაშვილს, რომელსაც სძინავს და ესიზმრება თუ როგორ დაიბრუნებს საქართველოს საბოლოოდ და როდის დაგვეპატრონება მეზობელი ქვეყანა.

„საკითხი დგას ასე: ან ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერზე, რაც რუსეთიდან შემოდის, მათ შორის ენერგორესურსებზე, მათ შორის, იმაზე რაც სააკაშვილმა ძალიან დიდი ხნის წინ გადასცა, ან ჩვენ უნდა დაგვეწყო დიპლომატიური ურთიერთობებით აღდგენა, მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობების და შემდეგ უკვე, საუბარი დაგვეწყო იმაზე, რომ დასაბრუნებელი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. სამწუხაროდ ჩვენ ვაღრმავებთ კონფლიქტს. რა თქმა უნდა ამას ნამდვილად არ აქვს არაცნობიერი ფორმა, ძალიან ცნობიერი ფორმით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და სამწუხაროა რომ ამ შემთხვევაში ქვეყანა ამას უყურებს როგორც სპიკერატი და არა როგორც ქვეყნის მმართველი გუნდი, რომელსაც შეეძლო ამის გაჩერება და აღმოფხვრა. მე ამაზე ძალიან მწყდება გული, რადგან ერთი ბანდის ქვეყანა, ერთ ხელში ჩავარდნილი ქვეყანა ნაციონალური მოძრაობის მომყოლების, ეს ერთი ბანდა მართავს დღეს ქვეყნის პოლიტიკურ ამინდს და ესაა ძალიან მტკივნეული, როცა ჩვენ აბსოლუტურად სხვა განვითარების გზით უნდა ვყოფილიყავით და მივდივართ დეგრადაციისკენ.

მე ვცხოვრობ რეგიონში, კახეთში გადავედი საცხოვრებლად და კახეთი სულს ღაფავს, პირდაპირი მნიშვნელობით… ერთადერთი, რისი იმედიც კახეთს ჰქონდა, ეს იყო ტურისტული სეზონის გახსნა. ცხადია, ჩვენს ღვინოზე და ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა უმეტესად რუსეთს აქვს, ძალიან პატარა პროცენტია სხვა ქვეყნების, დღეს რაც მივიღეთ ჩვენ და რაც იწერება ჩვენზე რუსულ პრესაში, ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის 2020-2021-ის ჩავარდნილი სეზონი“, – განცხადა ლალი მოროშკინამ „spacesnews“-თან საუბარში.