გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა – ჰედერ კონლი

0
447

“საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა”, – ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ჰედერ კონლიმ.

კონლის განცხადებით, ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი საქართველომ ვერ გამიოყენა და შანსი ხელიდან გაუშვა .

“ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა”,- განაცხადა ჰედერ კონლიმ.