საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე AstraZeneca- ს ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა

0
39

პარლამენტის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე Astra Zeneca – ს ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

„აუცილებელია აიცრას მოსახლეობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები იმისთვის, რომ ყველაფერი გაიხსნას, დავიწყოთ ტურისტების შემოდინება და ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რითმს“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.