საჭიროა წლის ბოლოს აცრილთა რაოდენობა 60%-ზე მეტი იყოს – თენგიზ ცერცვაძე

0
31

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გამოჩნდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 13 ათასი აცრილი ადამიანია.

„გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, სადღაც 13 ათასი ადამიანი არის აცრილი, რაც ბევრად უკეთესია ვიდრე იყო პირველი ათი დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ წლის ბოლოს 60 პროცენტამდე გავიდეთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.